Digest Logo

„ჩემი ცხოვრების სულ ერთი წამია აღბეჭდილი...“ - გია მურღულია ემოციურ ფოტოს აქვეყნებს

1730997858
გია მურღული8ა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას საინტერესო პოსტებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი აქვეყნებს, ფოტოს რომელზედაც ცნობილი ქართველი ფილოლოგები, რეზო სირაძე და თამაზ ჩხენკელი არიან აღბეჭდილნი.

როგორც გია მურღულიას პოსტიდან ირკვევა, ისინი მისი მასწავლებლები იყვნენ:

„მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა.

სუფრას ჩემი ორი ძვირფასი მასწავლებელი ამშვენებს - რეზო სირაძე (თეთრ პერანგში) და თამაზ ჩხენკელი (ფეხზე დგას).

როგორ ფიქრობდნენ, როგორ წერდნენ, როგორ მეტყველებდნენ ან როგორ იქცეოდნენ - ლიტერატურის ცოდნის, ადამიანურობისა და კეთილგანწყობის ნამდვილი კლასი იყო! - გემოვნებიანი და ესთეტიკური ფიქრის უმაღლესი კულტურა.

ისინი მხოლოდ მე და ჩემს მეგობრებს კი არა, მთელ საქართველოს დააკლდნენ.

მათ ადგილას შეუვსებელ და ტკივილიან სიცარიელესთან ერთად ძვირფასი და გამოულეველი სისავსეც არის.

ფოტო გადაღებულია რეზო სირაძის ბინაში.

მასზე ჩემი ცხოვრების სულ ერთი წამია აღბეჭდილი.

ცოტა ხნის წინ ვიპოვე და იმდენი რამ გამახსენა.

რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, აზრისა და განწყობის სინათლე თავს არ დაგავიწყებს“, - წერს გია მურღულია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რუსუდან ბოლქვაძე იუბილარია - როგორ ემზადებოდა თუმანიშვილის თეატრი იუბილესთვის?

🎥 „დამარცხებული როცაა ბავშვი არ უთხრათ „ხომ გეუბნებოდი“, არც სხვებს შეადაროთ...“ - ფსიქოლოგ ზაზა ქოიავას რჩევები მშობლებს

🎥 „მოძებნეთ და იგრძენით ის ბედნიერება, რასაც მე განვიცდი ახლა...“ - ანი ბებია ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს