Digest Logo

„ჩვენი გუნდის ძალიან ძვირფასი ნაწილი იყო, ძნელია შეეგუო იმას, რომ ასეთი საოცარი ადამიანები ერთ წამში აღარ არიან“ - ნათია ჯანაძეს კოლეგები ემშვიდობებიან

1781002051
გარდაცვლილი ნათია

7 ივნისს, თბილისში, ტრაგედია დატრიალდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. სავარაუდოდ, თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ ცოლ-ქმარი ალექსანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე. ასევე მათი მეგობარი გვანცა არევაძე.

ნათია ჯანაძეს თანამშრომლები სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ემშვიდობებიან:

„ტრაგედიამ, რომელიც ნათია ჯანაძესა და მის ოჯახს შეემთხვა, „რეპროარტის“ მთელი გუნდის ყოველდღიურობა ერთ წამში შეცვალა.

ჩვენთვის ეს დღეები გაჩერებულია. სიტყვებით ძალიან რთულია იმ ტკივილის გამოხატვა, რომელსაც დღეს თითოეული ჩვენგანი გრძნობს.

ნათია ჩვენი გუნდის ძალიან ძვირფასი ნაწილი იყო, ადამიანი, რომლის მსგავსსაც ცხოვრებაში ხშირად ვერ შეხვდები. გამორჩეულად თბილი, მზრუნველი, კეთილი, მეგობრული, თავისი საქმის პროფესიონალი და საიმედო ადამიანი თითოეული ჩვენგანისთვის.

ნათიას, სანდროს და მათი მეგობრების ტრაგიკული გარდაცვალების მიღება წარმოუდგენლად რთულია. ძნელია შეეგუო იმას, რომ ასეთი საოცარი ადამიანები ერთ წამში აღარ არიან ჩვენს გვერდით.

ვუსამძიმრებთ ნათიასა და სანდროს ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს და ვიზიარებთ მათ უდიდეს ტკივილს. ნათიასთან ერთად გატარებული ბევრი წელი ჩვენი ისტორიის განსაკუთრებულ ნაწილად დარჩება.

ყოველთვის გვემახსოვრება მისი ღიმილი, სიკეთე, მხარდაჭერა, ადამიანობა და ის გულწრფელი სურვილი, რომ სხვების ცხოვრება უკეთესი გაეხადა. მადლობა მეგობრობისთვის, ერთგულებისთვის, სითბოსთვის და იმ კვალისთვის, რომელიც ჩვენს გულებში დატოვე. ნათია სამუდამოდ დარჩება ჩვენი ცხოვრების ნაწილად და ადამიანობის მაგალითად. გვიყვარხარ და არასდროს დაგივიწყებთ ❤️“, - წერია სამძიმრის წერილში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია, მშვენიერი ყვავილი ყველგან არის, თუ შეგიძლია დაინახო - დახუჭული თვალებითაც კი“ - გია მურღულია

„ეს არის მდგომარეობა, როდესაც სხეული დანაყრებულია, თუმცა გონება საკვებზე ობსესიურ ფიქრს მაინც აგრძელებს“ - ნატა გაგუა „კვებით ხმაურზე“

„თქვენი დროა, ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ, ამიტომ იაქტიურეთ!“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან