Digest Logo

„ჩვენი ყველა ცოდვა მოტევებულია იმიტომ, რომ უფალი ამის გამო მოკვდა...“ - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1763018993
 დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„ქრისტიანისთვის უფალი როგორც მღვდელთმთავარი ლოცულობს.

იგი მარადიული მღვდელთმთავარია, მისი მღვდელთმთავრობა, მისი მეოხება არასოდეს წყდება ჩვენთვის...

იგი თავია, ჩვენ სხეული.

იგი მღვდელთმთავარია და მუდმივად მეოხია ზეციერი მამის წინაშე, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, შესაბამისად, როცა ჩვენ საკუთარი ცოდვები გვახსენდება და გვტანჯავს და კარგია, როცა ადამიანი ხედავს საკუთარ თავს და საკუთარ ცოდვებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ამას ხშირად ეშმაკი იყენებს, რომ ჩვენ დავითრგუნოთ, ამ დროს კი უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყველა ცოდვა მოტევებულია.

თუ ჩვენ შევინანებთ, თუ ჩვენ შევინანებთ, ვინაიდან ჩვენ მივიწევთ იმისკენ - ვისიც გვწამს, ვისწრაფვით იმისკენ, ვინც ცოდვები მოგვიტევა თავისი სიკვდილით, ჩვენი ყველა ცოდვა მოტევებულია, იმიტომ რომ უფალი ამის გამო მოკვდა.

და რა თქმა უნდა, ეს ჩვენში ბადებს სიყვარულს - „ჩვენ გვიყვარს იგი, რადგან პირველად მან შეგვიყვარა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შეიძლება შვიდი ჩაკრა ისე დახვრიტოს, ავადმყოფობები გამოიწვიო...“ - რისი გაკეთება შეგვიძლია ავი თვალისგან დასაცავად?

🎥 „25 ნოემბრიდან შენს ცხოვრებაში კარგი პერიოდი დაიწყება, 27-29 დეკემბრიდან უკვე კარგად იგრძნობ თავს... დაიმახსოვრე თარიღები“ - მარიამ ციმინტიას ვიდეომიმართვა

„შემოვატარებ სახლში საათის ისრის მიმართულებით, თან ვლოცულობ...“ - როგორ გავწმინდოთ სახლი უარყოფითი აურისგან? ეზოტერიკოსის რეკომენდაცია