Digest Logo

„ძველ აღთქმას რომ გადახედავ, თავგანწირვის მაგალითებს საოცარს ნახავთ...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1756901271
თეოორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:

„წარმოგიდგენიათ?! - სანამ ქრისტე ადამიანად მოვიდოდა,
სანამ განკაცდებოდა ღმერთი,
სამყაროში რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მანამდე და რამდენი კარგი იყო,
და რამდენი რელიგიური იყო?!
რამდენი სწორად მაცხოვრებელი იყო?!
იგივე ძველ აღთქმას რომ გადახედავ, რამდენ დიდებულ ადამიანს დაინახავ,
განსაცვიფრებელი სარწმუნოების,
განსაცვიფრებელი სიყვარულის, თავის სამშობლოსი, თავისი სარწმუნოების, თავისი მოყვასის,
თავგანწირვის მაგალითებს საოცარს ნახავთ,
ქრისტემდეც იყო და ქრისტეს მერეც არიან ასეთია ადამიანები...
და თუ ეს საკმარისია, რომ ადამიანი იყოს სასუფეველში,
მაშინ რაღა საჭირო იყო, რომ ქრისტე მოსულიყო და საშინლად ეტანჯა ჯვარზე?!
რაღა საჭირო იყო?!
ან ადამიანს არ ესმის რა არის სასუფეველი, ხომ?!
და, რა თქმა უნდა, არ ესმის“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „განსაკუთრებით ძლიერად გამოვლინდება სიყვარულის თემა...“ - როგორი იქნება შემოდგომა სასწორებისთვის, თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

🎥 ძლიერი სეტყვა რაჭაში - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან

⭕ თაკო ჩხეიძის ორიგინალური საზღვაო ლუქი და თვალისმომჭრელი კადრები კვიპროსიდან