Digest Logo

„ერთ მშვენიერ დღეს უკვდავი სული რამდენიმე ხნით წუთისოფლის ბადეში ეხვევა და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაიხსნის თავს“ - გია მურღულია

1762332234
გია მურღულია.

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს, სადაც დაბადების შესახებ საუბრობს:

„თავისუფალი ინტერპრეტაციებიდან:

სიტყვა „დ ა ბ ა დ ე ბ ა"  შეიძლება უკავშირდებოდეს „ბადეს" - ერთ მშვენიერ დღეს უკვდავი სული რამდენიმე ხნით წუთისოფლის ბადეში ეხვევა და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაიხსნის თავს.

ამ ქვეყნის ბადე რომ დროებით სხეულში დაგიჭერს, მოგიხელთებს, დაგატყვევებს - ეს გამოცდაა, ადამიანის სულის ისეთ ხორციელ სივრცეში მოქცევაა, რომელიც სრული სიკეთის უჩვეულო ადგილას - ბოროტების გაზრდილი შესაძლებლობების გარემოში - „დასახლებას“ ნიშნავს.

ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დიონისე არეოპაგელი „შეზავებულს“ (სულისა და ხორცის ნაზავს) უწოდებდა. მიწიერი სიცოცხლის „ბადე“ განსაზღვრულია წუთისოფლური ვადით - მისი არსებობა დროთი შემოსაზღვრულია.
ახლა ვიკითხოთ - მართლა ასეა, სიმართლეა ეს ყველაფერი?

ლოგიკურად და მეცნიერულად შესაძლოა სადისკუსიო, საკამათო იყოს, თუმცა მხატვრული სახის "განზომილებაში" ასეთი ხედვა სრულიად შესაძლებელია.
ჯერ დაბადების ბადე გვიჭერს.

დრო მოვა და მისგან განთავისუფლდებით. მაშინ უფრო ცხადად გაირკვევა, რაგვარ სივრცეში აღმოვჩნდით და შემდეგ რას დავაღწიეთ თავი.

ვერანაირი შეზღუდვა სამუდამოდ ვერ დაიჭერს თავისუფალ სულს - მას შეუძლია „ბადეს“ ესტუმროს, მაგრამ ვერაფერი შეუშლის ხელს - თავის ნათელ სახლს დაუბრუნდეს. იგრძენი „ბადე" და მოემზადე მარადიული თავისუფლებისთვის“, - წერს გია მურღულია.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📸 „გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა და დამიკომპენსირა“ - ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთიდან შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ...“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია საქართველოსა და მსოფლიოზე

⭕„კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი