ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„მაინცდამაინც ძე ღმერთი გახდა ადამიანი,
რატომ მამა არ გახდა ადამიანი?! არ შეეძლო?!
როგორ შეიძლება თქვა, რომ არ შეეძლო...
მაინცდამაინც ძე გახდა ადამიანი,
იმიტომ, რომ ძე მამას, ჩემს გასაგონად, უწოდებს მამას,
და ჩემს გასაგონადვე – მე მიწოდებს ძმას, დას…
ხედავთ რაზეა ლაპარაკი?!
უფრო მეტიც,
მეუბნება, რომ მივდივარ ჩემს მამასთან,
და შენს მამასთან,
და ამით მეუბნება, რომ ის ჩემი მამაა,
და ჩემი ღმერთია.
ერთადერთი რელიგია, რომელიც ღმერთს მამას უწოდებს, არის ქრისტიანობა,
ღმერთმა გამიხსნა შიდა ცხოვრება და ამით მაჩვენა – მე შენ გიწოდებ ძმას,
და შესაბამისად მამა, არის შენი მამაც“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გული გახსენით ახალი შესაძლებლობებისთვის“ - 5 აგვისტოს ენერგიები