ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„ყვავილი შეიძლება ამოვიდეს მდელოზე.
ყვავილი შეიძლება ამოვიდეს ქოთანში.
ყვავილი შეიძლება ამოვიდეს ქვაზე.
ყვავილი შეიძლება ამოვიდეს სულში.
ყვავილი შეიძლება ამოვიდეს ფიქრში.
ყვავილი შეიძლება ამოვიდეს არაფრიდან.
ყვავილი შეიძლება ამოვიდეს არაფერზე.
არსებობენ დაუჭკნობელი ყვავილები.
რომლებიც ჭკნებიან, ისინიც მარადიულნი არიან.
ისინი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან.
ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია.
მშვენიერი ყვავილი ყველგან არის, თუ შეგიძლია დაინახო - დახუჭული თვალებითაც კი“, - წერს გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: