Digest Logo

🎥 „გულში ამხელა ტკივილი აქვს და მაინც როგორ იმღერა, ცრემლებს ვერ ვიკავებ“ - ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებულმა „ყვავილების ქვეყანამ“ დიდი მოწონება დაიმსახურა

1768049326
ანრი ჯოხაძე

ყინულის სასახლეში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა , რომელიც "იმედის", "რუსთავი 2"-ის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაიცემოდა.

ერთ-ერთი ნომერი იყო ანრი ჯოხაძის მიერ შესრულებული "ყვავილების ქვეყანა", რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

„გულში ამხელა ტკივილი აქვს და მაინც როგორ იმღერა, ცრემლებს ვერ ვიკავებ“, 

„ძლიერი ხარ, რომ არ გემღერა დედა არ გაპატიებდა. ნათელი მის სულს და შენ წარმატებები“, 

„არ გემღერება მაგრამ მღერიხარ, ანრი  მოგეხმარება უფალი  ტკივილის დაძლევაში“, 

„დედას უმღერის ნამდვილად ავტირდი ბრავო ანრი“, 

„ ახალ წლამდე დედა დაკარგა და ყველაფრის მიუხედავად მაინც დგას სცენაზე და მაგრადაა...გულში სტკივა და ეწვის მაგრამ იცის რომ ამით დედას გაუხარდება“,

„უმაგრესი შვილი და ძლიერი ადამიანი ხართ გაგიმარჯოს“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის,24 დეკემბერს ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლის, მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა.

ნახეთ ვიდეო 👇

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵მკვლელობა კახეთში - რატომ გაიმეტა მეგობარმა მეგობარი სასიკვდილოდ?

🔵„არ გაბედოთ და არ მიიღოთ საქართველოში ძალიან ტრენდული კორდარონი/კორდარექსი თვითნებურად ან ძმაკაცის რეკომენდაციით“ - რას წერს ლევან შელეგია

🔵„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს