
აიისა • პრეზერვატივის ქართული ბრენდია. „სტარტაპის” იდეა - ანანია გაჩეჩილაძეს ეკუთვნის. მისი თქმით, ბრენდის მსუბუქი სარკაზმი კონცეფციის შესაბამისია.
დღეს მათ ახალი პრეზერვატივი გამოუშვეს, რომელზედაც ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელიაა გამოსახული. ამ ფაქტს მოქალაქეების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ზოგმა გააკრიტიკა ზოგმა კი უბრალოდ ხუმრობად აღიქვა.
აღნიშნულს მსახიობი - ანრი ბიბინეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სტარტაპის“ იდეის ავტორი - ანანია გახრწნილი ქალია.
„თამარ მეფე - წმინდანი გამოსახა პრეზერვატივზე ამ გახრწნილმა გოგომ და ხვიჩა გაგიკვირდათ? მე არ გამკვირვებია და იცით რატომ? სწორედ თამარზე, რომ არ წამოვაცვით მისივე რეზინა თავზე ანანისტ ანანიას, მაგიტომ.
დაგვიანებულია სახის დახოკვა. ახლა, მხოლოდ მის რეალიზებაში დახმარება გამოვა ჩვენი ნებისმიერი სახის რეაქცია!
ამისთვის, რომ კანონით ისჯებოდეს, ამას ვერ გაბედავდა!!!“, - წერს ბიბინეიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„წუხელ პატრიარქს მიულოცა ხვიჩამ, დღეს ეს დაიდო“ - ნათია ბერიძე „აიისას“ პრეზერვატივზე
🔵წლის მანგარ სექსუალურ კოჩ რე - „კვარას“ ფოტო „აიისას“ პრეზერვატივზე