
სავალდებულო სამხედრო სამსახური მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გადავა, შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამა იქნება მინიმუმ 6 თვიანი, პროექტი 80 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმას ვეღარც უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებით და ვერც „გირჩის“ მიერ შეთავაზებული პროგრამით შეძლებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა .
„ჰოდა კიდევ, ჯარში გაწვევაზე ამდენ ტირილს მორჩით გეთაყვა. ჩუმად ისლუკუნეთ საძინებლებში. ამსიოდენა პოტენციურ გმირებს ამდენსაც რა გაფშლუკუნებთ თქვენიჭირიმე?
გავიგეთ, რომ სავალდებულო სამსახური დროის ფლანგვაა გარკვეულწილად, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც დრო ნამდვილად მუშაობისთვის სჭირდება.
ისე, სპასალარი რომ ვიყო ახლა, გაწვევა კი არა, ორ-ორ -კვირიან ინტენსიურ მომზადებაზე დავუძახებდი ყველა მოქალაქეს.
სიამოვნებით ვისწავლიდი ელემენტარულ რამეებს. არ მინდა იარაღი, ტაიკვანდო მაინც მასწავლეთ ან კიუკიშუ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ნუცა ბუზალაძის პირველი ინტერვიუ American Idol-ში გამოსვლის შემდეგ - რას ჰყვება მომღერალი
🎥 ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის მარტი ყველაზე წარმატებული იქნება - ნახეთ, მოხვდით თუ არა ჩამონათვალში?