Digest Logo

🎥 „ლილის პირველი ზიარება“ – რა კადრებს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი?

1731247959
 ჯანეტ ქერდიყოშვილი

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, ცოტა ხნის წინ მეორე გოგოს მშობლები გახდნენ. მშობლებმა პატარას ლილი დაარქვეს.

„ლილის პირველი ზიარება“ – ამ სათაურით აქვეყნებს მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე მეორე ქალიშვილის ზიარების კადრებს.

ცნობისთვის, ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის გოგონა, ლილი 29 ოქტომბერს გაქრისტიანდა.

 

ნოე სულაბერიძე უკვე არაერთი წელია, ტელევიზიაში მუშაობს. მისი კარიერა 2005 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად არის სატელევიზიო სივრცეში.

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. მას პირველ ქორწინებაში ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. პროდიუსერმა მეორედ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, რომელთანაც ქალიშვილი, ლიზა შეეძინა. მესამედ ნოე მოდელ ჯანერ ქერდიყოშვილზე დაქორწინდა. მათ ორი შვილიმ ანნა და ლილი ჰყავთ.

რაც შეეხება ჯანეტ ქერდიყოშვილის, ის ფართო საზოგადოებამ 2011 წელს გაიცნო, როცა "მის საქართველო 2011"-ის ტიტული მოიპოვა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჯანეტი შვილების აღზრდითაა დაკავებული და პარალელურად ინფლუენსერობასაც ითავსებს - ის ხშირად გვთავაზობს სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის რეკლამას საკუთარი სოციალური ქსელებიდან და უფროს ქალიშვილთან, ანნასთან ერთად გადაღებებშიც მონაწილეობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე მილანში ისვენებენ - „რა კარგები ხართ“

⭕„ვარ კანონმორჩილი ადამიანი, მაგრამ ჩემს შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, ყველა არაკაცს პასუხი მოეთხოვება ჩემზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“ - რას წერს მერაბ დვალიშვილი?

⭕2025 წლის ვრცელი ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის - რას გვიმზადებს მწვანე ხის გველის წელი და რომელი ნიშნისთვის იქნება საუკეთესო?