Digest Logo

„მამებო, არასოდეს გამოტოვოთ თქვენი შვილის ღონისძიებები“ - დათო ლიკლიკაძე ემოციურ მიმართვას ავრცელებს

1778688068
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მას გამორჩეული იუმორის გრძნობითაც აფასებენ.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც შვილის შესახებ წერს და ემოციურ მიმართვას გვიზიარებს.

„დღეს ორი ფრენის, ღამის თევის, შვიდ საათიანი აეროპორტში გადაჯდომის მოცდის, უძილობის ფონზე სამსახურის და საქმეების პარალელურად უარი არ ვთქვი ჩემი შვილის სასკოლო ღონისძიების რეპეტიციას დავსწრებოდი.
მამებო, არასოდეს არ გამოტოვოთ თქვენი შვილის სასკოლო თუ საბავშვო ბაღის ღონისძიებები. დღევანდელ რეპეტიციაზე ჩემი შვილი სცენიდან გულებს მიგზავნიდა და მონდომებით ასრულებდა თავის როლს. ამან იმხელა ენერგია მომცა, ახლა თუ გინდათ თვით დედამიწას შევაზანზარებ.

ჩვენი შვილები არასოდეს იქნებიან სულ 5 წლის, 7 წლის, 11 წლის, ძალიან მალე იზრდებიან და მათ სხვა სივრცე ექნებათ თავისი. თავი არ მოიტყუოთ არავინ, რადგან ჩვენი შვილები როცა გაიზრდებიან მათ ცხოვრებაში სხვა კაცები და ქალები ჩაერევიან. და მათთან იქნებიან უფრო ბედნიერი ვიდრე ჩვენთან. ამიტომ არაფრით არ გამოტოვოთ მამებო თქვენი შვილების არცერთი ღონისძიება, მიდით საბავშვო ბაღებში, მიდით სკოლებში.
დიახ ასე იქნება ეს და თავსაც ნუ დაიდანაშაულებთ, რადგან ამაში დამნაშავე თქვენ კი არა დროა, დრო რომელიც ყველას მკაცრად გვექცევა.

ამიტომ მამებო, არასოდეს არ გამოიჩინოთ იმაზე მეტი საქმე ვიდრე შვილის რეპეტიციებზე წასვლა და ლოდინი ქვია, ეს ისეთი კარგი რამეა, არც კი ვიცი რა შეედრება ამას.

მოკლედ უნდა ვიჩქაროთ, რადგან დრო კი არ მირბის, კი არ იწურება, ეს შენ მიდიხარ, შენ იწურები. არაფერი თავის ადგილზე არ ჩერდება, ასეთია ცხოვრება..“, - წერს დათო ლიკლიკაძე. 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია“ - რა განცხადებას ავრცელებს ანა შელია მეუღლეზე

⭕მარინა კარპი დაბადების დღის წვეულებიდან კადრებს გვიზიარებს - „ჩემი 36-ე“

📸 როგორ აღნიშნა გელა ბარკალაიას რძალმა 23 წლის იუბილე - კადრები წვეულებიდან