Digest Logo

„მედიცინაშიც მრავალი არაპროფესიონალი იძლევა რჩევებს და რეკომენდაციებს“ - რას წერს ზაზა თელია

1768064507
ზაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია, მედიცინაში მოსალოდნელი იმ პრობლემების შესახებ წერს, რაც სოციალური ქსელების სიმრავლეს და გავრცელებული ინფორმაციის უკონტროლობას შეუძლია გააჩინოს.

„არაპროფესიონალი ადამიანი ხდება მავნებელი როცა სხვა ადამიანს თუ ადამიანებს აძლევს რჩევას ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც მისი პროფესია არ არის

ამით ზარალდება პაციენტი ერთის მხრივ და ექიმი მეორეს მხრივ, რადგან პაციენტი მის რეკომენდაციას ეჭვის თვალით უყურებს.

რა ძირითადი გავლენა აქვს დღეისათვის სოციალურ ქსელებს, სადაც სხვადასხვა საკითხებზე, საუბედუროდ მედიცინაშიც მრავალი არაპროფესიონალი იძლევა რჩევებს და რეკომენდაციებს.

Illusory Truth Effect (ილუზიური სიმართლის ეფექტი)

ცრუ ინფორმაციის დაჯერების ტენდენცია მისი ხშირი გამეორების, გაგონების შემდეგ, მაშინაც კი, თუ ადამიანმა თავიდანვე იცოდა, რომ ეს ინფორმაცია მცდარი იყო
(The tendency to believe false information to be true after repeated exposure, even if the person knows it to be false at the start)
.........და რა შეიძლება გავაკეთოთ?  

სამწუხაროდ ბევრი არაფერი, რადგან არსებობს ბრედოლინის კანონი (Bradolini's Law)
რას ნიშნავს ეს კანონი?

დეზინფორმაციის უარსაყოფად საჭირო ძალისხმევის ოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე მისი წარმოებისთვის საჭირო ძალისხმევა“, - წერს ზაზა თელია.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღის დაწყებისას სხეულს პირველ რიგში წყალი სჭირდება“ - არუნ ხათრის რჩევები

🔵„შენ გაგიმარჯოს ჩემო უფლის საჩუქარო“ - ნატო გელაშვილი შვილიშვილს დაბადების დღეს ულოცავს