Digest Logo

„მოყვასებო, არ ინერვიულოთ, გიშერი ორივეს გვიკეთია...“ - ნანკა გვარი რჩეულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს

1778273099
ნანკა გვარი

მსახიობისა და მომღერლის, ნანკა გვარიშვილის ცხოვრებაში სიახლეა - მას რჩეულმა ხელი სთხოვა. მსახიობმა გამომწერებს სასიხარულო ამბავი „ინსტაგრამის“ საშუალებით ამცნო.

წყვილის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი არ წყდება. სწორედ ამიტომ, მსახიობმა რჩეულთან ერთად გადაღებული ახალი კადრები გაავრცელა:

„ვისაც არ ეყო ჩვენით ტკბობა, გიზიარებთ ახალ ფოტოებს…

მოყვასებო, არ ინერვიულოთ, გიშერი ორივეს გვიკეთია“, - წერს ნანკა გვარიშვილი. 

ვინ არის ნანკას რჩეული?

როგორც ცნობილი გახდა, ნანკა გვარიშვილის რჩეული ოფროუდერი ირაკლი კიღურაძეა. წყვილი ბოლო პერიოდში ხშირად ჩნდებოდა ერთად, თუმცა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია მათმა გულშემატკივრებმა მხოლოდ ახლა შეიტყვეს.

შეგახსენებთ, რომ ნანკა გვარიშვილი მანამდე მსახიობ ბუბა ჭოღოშვილთან იმყოფებოდა ქორწინებაში. მათი დაშორება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც ორივემ ახალი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ბუბა ჭოღოშვილი ამჟამად მსახიობ თინათინ წულაძესთან იმყოფება რომანტიკულ ურთიერთობაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის... კონტაქტები არ არის რეკომენდებული“ - 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

„ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ ქეთის მამას გავშორდი, ამას ვერ ვინელებ“ - რას ჰყვება ნანა ლორთქიფანიძე