ბიზნესმენ ლაშა ბასლანძის ქალიშვილი, ელენე ბასლანძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც გარდაცვლილ მამას ემშვიდობება:
„ღმერთს ვყვარებივარ რომ შენნაირი მამა მყავს.
მთელი ცხოვრება ვეცდები, რომ შენი შვილობა ღირსეულად ვატარო“, - წერს ელენე ბასლანძე.
ლაშა ბასლანძე დღეს, 4 ნოემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ბიზნესმენი 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„არ გადადის ხანმოკლე კონტაქტით...“ - მაია ბუწაშვილი მუნთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
⭕„გული მეგლიჯება რომ მახსენდებით...“ - სალომე ბაკურაძე მეუღლეს ემშვიდობება