Digest Logo

🎥 „ნახვამდის სიყვარულო, გამარჯობა ლტოლვა“ - ალექსანდრა პაიჭაძე დავით დვალთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

1730639562
ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებას ყოველდღიურად უზიარებს მის ცხოვრებისეულ მოვლენების შესახებ სიახლეებს და ფოტოებს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი წყვილი ალექსანდრა და ბიზნესმენი დავით კოდუა დაშორდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია მოდელმა თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამჯერად ალექსანდრამ მეგობართან, მსახიობ დავით დვალთან ერთად გადაღებული კადრები გაავრცელა. 

„ნახვამდის სიყვარულო, გამარჯობა ლტოლვა ✨“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

რაც შეეხება დავით კოდუასთან დაშორებას, ალექსანდრა სოციალურ ქსელში წერდა, რომ საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.

„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.

მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!

ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ALE (@aleksandrapaich)

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 13 დეკემბერს ანრი ჯოხაძე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს

„მინდა ქალბატონ პრეზიდენტს მივმართო, ვისი შვილის სისხლის დაღვრა გინდათ?“ - მეუფე იაკობი

ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება