Digest Logo

🎥 „ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ, არავის გაუკეთებია...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი გასვიანი?

1727088359
გიორგი გასვიანი

მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე 22 სექტემბერს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიას კესარიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. დაკრძალვაზე მისული იყო საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც გადაცემიდან „სიცრუის დეტექტორი“ ამონარიდია და ემოციურ ტექსტს ურთავს თან:

„გვირგვინი დავადგი და ამაზე მეუბნებოდა, ქართულ მედიაში ასეთი გამბედავი რამ, არავის გაუკეთებია ჩემთვის ეთერშიო“, - წერს გასვიანი.

შეგახსენებთ, რომ მოდელი და მსახიობი, კესარია აბრამიძე  18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ სახლში მოკლეს. 37 წლის ქალს 28 ჭრილობა აღენიშნებოდა.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი მამაკაცი ბექა ჯაიანი დააკავეს.

მოსამართლემ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულ კაცს ტრანსგენდერ ქალთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕რატი იონათამიშვილი მალე პირველი შვილის მამა გახდება - „ეს განცდაც საოცარია და ვხვდები, რომ აქამდე ჩემ ცხოვრებას აზრი არ ჰქონია“

⭕„თიკა არის ჩემთვის ქალის ეტალონი“ - ტელეწამყვანის ახალი ფოტოები, რომელიც სოცქსელს იპყრობს

⭕„შენ იყავი ზედმეტად კარგი ამ ქვეყნისთვის, სადაც რეალობა შეცვალე და შენი წასვლითაც შეცვლი!“ – ნინა წკრიალაშვილი