
ფსიქოლოგი - მაია ცირამუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისში ბოლო დროს მომხდარ ფემიციდის ფაქტებს ეხმაურება.
„როგორ აკადრა ეს ამ ბოზმაო.
სხვის ნაბუშარს აზრდევინებდა და ციხეში როგორ ჩაასმევინაო;
ციხიდან გამოსულს რაღას ერჩოდა, რატომ შეჰკივლა შიშით მის დანახვაზე და ბავშვიც დაზაფრა, გამზრდელი მამა როგორ შეაძულაო;
კარგი ქალი რომ ყოფილიყო, მშობლები კი არ გამოაგდებდნენ სახლიდანო;
წესიერ ქალს ქმარი როგორ სცემდაო, ალბათ თავის კაი-ქალობას არ იშლიდაო, ეტყობა ჭკუიდან გადაიყვანა ეს უენო კაციო;
ღირსი იყო და მოკლაო.... ღირსი იყო და მოკლაო.... ღირსი იყო და მოკლაო.... რას აღარ ლაპარაკობდნენ ქალაქში.
სინამდვილეში ხალხი ხოცავს ამ ქალებს. ქმარი კი დაქირავებული მკვლელიაო – ფიქრობდა ლორა.
p.s. ეს, არცერთ კონკრეტულ, ფემიციდის მსხვერპლ ქალზე არ დამიწერია. უბრალოდ, ასე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი“,- წერს ცირამუა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი
🔵სასამართლო პროცესი, მარინა ბერიძის მუქარა - ნინო ჩხეიძის 6 სკანდალი