Digest Logo

„როგორ მეხვეწებოდი, არ მომაჭრან ფეხიო... დე, როგორ მენანები ამ ტკივილისთვის...“ - ბოლო ზარზე ავარიისას დაშავებული ქალის შვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს

1748032775
ნათია ბიჩინაშვილი

სკოლასთან, ავარიისას დაშავებულ ქალს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ინფორმაციას და ემოციურ პოსტს შვილი, ნათია ბიჩინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„როგორ მენანები დე ამ ტკივილისთვის, როგორ მეხვეწებოდი არ მომაჭრან ფეხიო დე.  დღეს ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექით დე. სულ გიჯერებდი მაგრამ ამჯერად მაპატიე, ცოცხალი მჭირდები დე. ერთად ყველაფერს შევძლებთ ჩემი ძლიერი გოგო ხარ შენ მთელი გული შენთან დამრჩა. როგორ მიჭერდი რომ არ დამეტოვებინე. გული მიკვდება მაპატიე დე და ცოტაც გაუძელი მე მჯერა შენი“, - წერს ნათია ბიჩინაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისში, თემქის დასახლებაში, 159-ე სკოლასთან „ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რიო ფერდინანდის ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან - „პარი სენ-ჟერმენში“ გადმოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყავი“

🎥 „ღმერთის მწამს და მეშინია, რაც ჩემს ლექსებში ჩანს...მწუხარება კი პოეტის თანამდევი მეგობარია...“ - „დაიჯესტის“ ინტერვიუ პოეტ გაგა გომართელთან

⭕„ჯერჯერობით ძალა სულ ძალადობს და ეგოს სურვილები ბატონობენ სხვებისაზე...“ - რას წერს გია მურღულია?