Digest Logo

„რთული მატჩები გამოვიდა“ - ხვიჩა კვარაცხელია თურქეთთან თამაშის შემდეგ მიმართვას ავრცელებს

1760527114
 ხვიჩა კვარაცხელია. 

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა. მატჩი თურქეთში, კერძოდ იზმითში ჩატარდა. 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც აღნიშნულ მატჩზე კაპიტნობდა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: 

„პირველ რიგში მინდა, მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა.

რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია, ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ.

არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე!

#მევარსაქართველო“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Khvicha Kvaratskhelia (@kvara7)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

📸 კადრები საქართველო-თურქეთის მატჩიდან

🎥 ქავილის მიზეზები - რა დაავადება შეიძლება იმალებოდეს გაღიზიანებული კანის მიღმა? ზაზა თელიას რჩევები

⭕„1000-მდე ქართველი გულშემატკივარი პატარა სივრცეში ჰყავდათ ჩაკეტილი...“ - რა მოხდა საქართველო-თურქეთის მატჩის დასრულების შემდეგ