ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი, შემსრულებელი ნუცა შანშიაშვილი საზოგადოებისთვის საყვარელი არტისტია. იგი განსაკუთრებულად უყვართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ამასთან დიდი პოპულარობით სარგებლობს ნუცასა და ანრი ჯოხაძის დუეტი – „მაჩუქე ფრთები“.
ამჯერად არტისტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რითაც საზოგადოებას მიმართავს და ამერიკული ცხოვრების შესახებ აქტუალურ საკითხებზე განმარტებებს აკეთებს.
მისი თქმით, ადამიანებმა არა მატერიალურ ყოფაზე, არამედ სულიერებაზე უნდა იზრუნონ, თუ ბედნიერების მიღწევა სურთ.
„ხშირად გვისაუბრია, თუ ვინ და რატომ მოდის ამერიკაში?! მე პირადად არ ვთვლი ჩემს თავს ემიგრანტად, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ მთელი დედამიწა გვეკუთვნის ჩვენ ადამიანებს და რა მნიშვნელობაა სად იცხოვრებ?
რაც შეეხება ამერიკას, კერძოდ ნიუ-იორკს! მე არ ჩამოვედი აქ ფულის და ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის!
საერთოდ, ვინც მიცნობს, ალბათ იცის, რომ ზოგადად სულერთია ჩემთვის მეტროში გავათენებ ღამეს თუ ჰილტონის აპარტამენტში, ჩემთვის უპირატესობას წარმოადგენს თუ ვისთან ერთად ვარ, რა ემოცია მამოძრავებს, რის ხასიათზე ვარ და რის მოლოდინში!
საერთოდ დავინტერესებულვარ 99% თუ რეალურად ვინ ვარ? რატომ მოვედი აქ? სად მიდის ჩემი სული ამ ხანმოკლე ცხოვრების შემდეგ!
ვანიჭებ უპირატესობას, განათლებას, მოგზაურობას, საკუთარი თავის ამოცნობას და რა თქმა უნდა დროსტარებას!
ვუბრუნდები ნიუ-იორკს!!! პატარაობიდანვე ვმღეროდი სიმღერას ნიუ-იორკ, ნიუ-იორკს! ვოცნებობდი ამ უდიდესი ქალაქის ენერგეტიკის გაზიარებას ჩემში და ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიცხოვრებდი და ნიუ-იორკი გახდებოდა ჩემი მთავარი მუსიკალური არენა, სახლი და ბედნიერება!
მოკლედ, ამ დიდ ქალაქში მე ჩამოვედი, არა როგორც ემიგრანტი, არამედ, როგორც სრულყოფილი მცხოვრები!
ჩემი ოცნების ქალაქია ეს! და ამ ოცნებას მივსდევდი ბავშვობიდან!
რა თქმა უნდა გაგიჩნდებათ კითხვა და საქართველო???? საქართველო არის ჩემი გული, მე ვარ საქართველო და სადაც არ უნდა წავიდე დიდებული სიამაყით, ჩემი პიროვნებით და ხელოვნებით დამაქვს საქართველოს სახელი ღირსეულად ყველგან!
რუსეთი იყო გარდამავალი პერიოდი ჩემი ცხოვრების, სიყვარულით და უდიდესი ტკივილით სავსე, რომელიც დაგვირგვინდა 2008 წელს ჩემი წამოსვლით მაგ ქვეყნიდან! თითქოს მირტყავდა რუსული შოუბიზნესი, მტეხდა ხერხემალში და თან მაძლიერებდა და მამზადებდა ამერიკასთან ჩახუტებისთვის!
მოკლედ....
ცხოვრება არის ერთი დიდი მოგზაურობა! და რაც ყველაზე მთავარია: იფიქრეთ სულიერზე და მატერიალურში პრობლემა არ გექნებათ!“, - წერს ნუცა შანშიაშვილი.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ქართველი მებრძოლები UFC-ის გაერთიანებული რეიტინგის ათეულში იმყოფებიან
⭕„მალე შენც უნდა გიხილოთ „ვიქტორია სეკრეტზე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ცეცხლოვან ფოტოებს გვიზიარებს
🎥 რას გულისხმობს ორსულთა რინიტი და რას წარმოადგენს ორსულთა ქავილი? - ექიმის რჩევები