Digest Logo

„სიმდაბლე ადამიანს ჰგონია, რაღაც ფსიქოსომატური მდგომარეობაა“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1781029321
 დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„სიმდაბლე ადამიანს ჰგონია, რაღაც ფსიქოსომატური მდგომარეობაა,
რომელიც გაიძულებს, რომ ყველა ადამიანის ფეხქვეშ გაწვე,
ან კუდი ააქიცინო,
ან საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა,
ან სულ თავჩაქინდრულმა იარო...
— და ვინ თქვა, რომ ეს არის სიმდაბლე?!
— ეს არ არის სიმდაბლე.
— სიმდაბლე არის, მაგალითად, დავით მეფსალმუნის მდგომარეობა,
— სიმდაბლე არის დავით აღმაშენებლის მდგომარეობა,
— სიმდაბლე ქრისტეს თვისებაა,
— სიმდაბლე ჩვენში ქრისტეს მყოფობაა“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ვენერა ლომის ნიშანში: რას მოგვიტანს სილამაზისა და ფინანსების პლანეტის ახალი ინგრესია? - რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕„დაგროვილი ნეგატივი შეიძლება ისევ სახლში დააბრუნდეს“ - მარტივი რიტუალი წმენდისთვის თაკო მელიქიშვილისგან

🎥 „საქართველოში მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს“: როგორ ვრცელდება „დენგეს“ ვირუსი და როგორია მისი სიმპტომები? ივანე ჩხაიძის გაფრთხილება