გორის თეატრის მსახიობი მერაბ ჭანკოტაძე 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეჟისორი სანდრო ელოშვილი ავრცელებს:
„არ ვიცი რა ჰქვია ამ დროს თუ ცხოვრების მონაკვეთს, როდესაც მარტო სიკვდილია ყოველდღიურობა…
სულ ცუდი მესმის… მარტო ცუდი!
გორის თეატრს მასზე უზომოდ შეყვარებული და ერთგული კაცი გამოაკლდა… მშვიდობით მერაბ!“, - წერს სანდრო ელოშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უბედური შემთხვევა ქუთაისში - კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა