Digest Logo

„თქვენ რომელი ფოტო მოგეწონათ ამ ალბომიდან ყველაზე მეტად?...“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს

1749582605
ნანა აროშიძე

ბლოგერი და მოლაშქრე - ნანა აროშიძე საზოგადოებამ „ტიკტოკ“ პლატფორმიდან გაიცნო, სადაც საინტერესო ვიდეოებს აქვეყნებდა. დაოჯახების შემდეგ იგი მეუღლესთან - ილო ლობჯანიძესთან ერთად რაჭაში, სოფელ ღებში გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე კვირის წინ წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც დავითი დაარქვეს.

ამჯერად ახალბედა დედა სოციალურ ქსელში ფოტოსესიიდან ოჯახურ კადრებს გვიზიარებს:

„რომ ვუყურებ, მეც ზღაპრის გმირი მგონია თავი. მერამდენე მადლობას გეუბნები, აღარ ვიცი, მაგრამ ჯერ ახლა ვიწყებ.

ჯერ კიდევ შარშან ზაფხულს მთავაზობდა ნინი, ამოვალ, ფოტოები გადავიღოთო, მაგრამ შარშან ისეთი გიჟი ზაფხული გვქონდა, ასეთი ჰარმონიული ფოტოები მგონი არც გამოგვივიდოდა.

მიხარია, რომ დათუსთან ერთად გავიცანით ერთმანეთი, რადგან დათუსთან ერთად მგონია თავი ყველაზე ლამაზიც და ყველაზე თბილიც, ზუსტად ისეთი, როგორი ფოტოებიც ნინიმ გადაგვიღო ჩვენ, პატარა ოჯახს.

მოვიდა ნინი ღაჭავა გამზადებული ნიმუშებით, როგორი ფოტოები გვინდოდა, ტანსაცმელიც თვითონ გვთხოვა ღია, თეთრ ფერებში და ასეთი სამახსოვრო კადრები გადაგვიღო დაახლოებით ნახევარ საათში, მთელი ცხოვრება რომ შევინახავთ🫂

ეს ოღონდ მართლა დასაწყისია და კიდევ ბევრი, ჩემთვის გამორჩეული ფოტო მაქვს გასაზიარებელიც, დასაბეჭდიც, Home Screen-ზე დასაყენებელიც და პროფილის ფოტოზეც.

თქვენ რომელი ფოტო მოგეწონათ ამ ალბომიდან ყველაზე მეტად?“, - წერს ნანა აროშიძე.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nana Aroshidze - Farmer girl from Georgia🇬🇪 (@nana_inthefarm)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თაობიდან თაობამდე გზას აცდენილები არიან...“ - რა არის საგვარეულო წყევლა და შეიძლება თუ არა მისი გამოსწორება?

⭕„დიდი უბედურება დატრიალდა ჩვენს თავს...“ - ნოე სულაბერიძე სამძიმრის წერილს აქვეყნებს

🎥 „არავინ დედამიწაზე არ იცოდა ეს ყველაფერი, ჩემი შვილები იყვნენ შოკში“ - მანანა თოდაძის შთაბეჭდილებები მეგა შოუ „ვინ ვინ არის“ მონაწილეობაზე