
ორთოპედ-ტრავმატოლოგი სიმონ დარახველიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას და სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში „ჯანმრთელობის სახლი“ ავრცელებს:
„ჯანმრთელობის სახლის“ თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ორთოპედ-ტრავმატოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ბატონ სიმონ დარახველიძის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. სამედიცინო საზოგადოებაში, ბატონი სიმონი დარჩება, როგორც მაღალი პროფესიონალიზმისა და კეთილშობილების მაგალითი“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან ჭკვიანი და ლამაზი“ - თამო ვაშალომიძე იტალიის ქუჩებში გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
⭕„მქონდა ჭარბი წონის პრობლემა... ისეთი დიეტაც დამიცავს, შიმშილით გული რომ წამივიდა“ - მანუ მურღულია