Digest Logo

„თუ მაინცდამაინც, კომენტარები გაუთიშეთ“ - შორენა ბეგაშვილი მიმართვას ავრცელებს

1728979446
შორენა ბეგაშვილი

მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ტელეეკრანებიდან გაქრა და სატელევიზიო შოუებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნული გადაწყვეტილება კი იმით ახსნა, რომ მის ყოველ გამოჩენას უამრავი ჭორი მოსდევს. მიუხედავად ამისა, შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და საკუთარი ცხოვრების დეტალებს გამომწერებსა და გულშემატკივრებს პერიოდულად უზიარებს.

მოდელის პირად ცხოვრებას, არაერთი სკანდალი უკავშირდება და მის გვერდით მყოფ საყვარელ კაცზე სხვადასხვა ჭორი თუ მართალი ვრცელდება ყვითელ მედიაში.

ამჯერად შორენა ბეგაშვილმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, რაც სააგენტოებს ეხებათ.

„გთხოვთ, სააგენტოებს და რაღაც გაუგებარ გვერდებს, ნუ აიღებთ ჩემი ფეისბუქ-ინსტაგრამიდან ფოტო-ვიდეო მასალას. ან თუ მაინცდამაინც, კომენტარები გაუთიშეთ. მადლობა წინასწარ“, - წერს შორენა ბეგაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ფეხბურთით დავიწყე, მეკარე ვიყავი, მაქსიმალისტი ვარ და რომ ვერ მივაღწიე იმ სიმაღლეებს რაც მინდოდა, გადავედი“ - UFC-ის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე პირად ცხოვრებაზე

🎥 „ისეთი დედა მყავდა, რომ ჩემი პიროვნება მისმა მაგალითმა განსაზღვრა, თავისი თავგანწირვით“ - მაკა მახარაძე მედეა ჩახავაზე

„ცოლი არ მყავს და ალბათ, აღარც მოვიყვან, მაგრამ მე ყველა ჩემს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე