Digest Logo

„უსიტყვოდ გენდობი და მადლიერი ვარ...“ - ნიკო ნანიტაშვილი და ანო მაისურაძე ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

1759486809
ნიკო ნანიტაშვილი

მსახიობი, ტელეწამყვანი ნიკო ნანიტაშვილი და მისი მეუღლე ანო მაისურაძე ქორწინების 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ.

ანო მაისურაძემ სოციალურ ქსელში რომანტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც მეუღლეს ბედნიერი 10 წლისთვის მადლობას უხდის.

„დაბადების დღის ცოტა ნაადრევი მილოცვა:

ამ ფოტოს გადაღებიდან 10 წელი გავიდა!

მადლიერი ვარ ამ ბედნიერი 10 წლისთვის და მადლიერი ვარ, იმ ბედნიერი ათწლეულებისთვის, რომელიც წინ გველოდება.

გაცნობის პირველივე წუთიდან უსიტყვოდ გენდობი და მადლიერი ვარ, ამ სუპერძალას რომ მიზიარებ.

მადლიერი ვარ, საკუთარი თავის ის ვერსია რომ აღმომაჩენინე, რომლის აღმოჩენაც უშენოდ ძალიან გამიჭირდებოდა, თუკი შევძლებდი.

ადამიანობის საუკეთესო მაგალითი ხარ ჩემთვის და ჩვენი შვილებისთვის.

მიყვარხარ სულ“, - წერს ანო მაისურაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვნებიანი და აქტიური ხართ...“ - მარსი მორიელის ნიშანში, მომდევნო კვირის ასტროპროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„შეიძლება ეს იყოს ილუზიის შედეგად გაჩენილი გრძნობა...“ - 3 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„ახალი წლის ღამეს ჩემი და დედაჩემის თვალწინ, მამა ინფარქტით გარდაიცვალა...“ - გიორგი თორაძე ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე