საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს ბულგარეთში გამართავს, ნაკრები უკვე იმყოფება დედაქალაქ სოფიაში. ბულგარეთი - საქართველოს მატჩი სამშაბათს, 18 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ეროვნულ ნაკრებთან არის სპორტული გვერდის Geo Team-ის ადმინისტრატორი, სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძე, რომელიც მუდამ ანებივრებს გამომწერებს სახალისო ვიდეოებით.
ამჯერად მან საქართველოს ნაკრებს სოფიაში ჩასვლაც კი ჩაასწრო, რაზედაც ფეხბურთელები სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩნენ.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუკმომხმარებლები, ხშირად იუმორით მიმართავენ საბა საპანაძეს, რომ იგი ფეხბურთელების ხარჯზე დადის სხვადასხვა ქვეყანაში.
ერთ-ერთი გამომწერი კი ეკითხება მას:
„თქვენ ნაკრებთან ერთად არ დადიხართ?“
საბა საპანაძე პასუხობს:
„გამარჯობა, არა. ყველგან ჩემი ხარჯებით, პირადად ნაყიდი ავიაბილეთებით დავდივარ.
ბოლო 2 წელში ნაკრების ჩარტერში ვიყავი მხოლოდ ერთხელ, როცა უკრაინასთან მატჩის შემდეგ პოლონეთიდან თბილისში დაბრუნდა ნაკრები ალბანეთთან შეხვედრისთვის…“.
