Digest Logo

„ზოგი რამ არასდროს იცვლება... დღეს ეს ძველი ფოტო ვიპოვე, როცა სკოლა დავამთავრე, დღესაც ვცდილობ იმ ჯილდოს ღირსი ვიყო“ - არუნ ხათრი 

1763370817
არუნ ხათრი.

ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.

იგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სტატუსს ოჯახურ თემებზე, თუ სამედიცინო საკითხებზე.

ამჯერად მან გამომწერებს საკუთარი ბავშვობის ფოტო გაუზიარა, რომელიც სკოლის დამთავრების დროს არის გადაღებული და წერს: 

„დღეს ეს ძველი ფოტო ვიპოვე — 2003 წლის. ის დღე, როცა სკოლა დავამთავრე და დირექტორმა მეორე ადგილზე გასვლისთვის დამაჯილდოვა.  

ნერვები მიცახცახებდა, თვალები კი სიამაყით მინათოდა, მეგონა სკოლას რომ დაასრულებ, ცხოვრება მარტივი გახდება.

დღეს ვხვდები — ცხოვრება უბრალოდ საინტერესო ხდება. მე ის ბავშვი ვიყავი ვინც ბევრს სწავლობდა, მეორე ადგილი აიღო და მაინც ვერ პოულობდა სად დაიკარგა ჰალსტუხი. 

ზოგი რამ არასდროს იცვლება, ვისაც ახლა რთული დრო გაქვთ მოსწავლეებს, ვინც დაბნეულია მშობლებს, ვინც წუხს დამიჯერეთ… ცხოვრება ყველაზე მოულოდნელ დროს გაჯილდოებთ.

უბრალოდ წადით წინ, ნამდვილად აქვს მნიშვნელობა ნელ ნაბიჯებსაც და ჩემს დირექტორს, თუ ამას ხედავთ, დღესაც ვცდილობ იმ ჯილდოს ღირსი ვიყო. 

ნოსტალგია სითბო და ისევ — 2003 წლის არუნის ემოციები“, - წერს არუნ ხათრი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შეინარჩუნეთ შინაგანი ჰარმონია და დაგეგმეთ მომდევნო 9 დღე“ - თაკო მელიქიშვილი 17 ნოემბრის ენერგიებზე

⭕რატომ არის იაპონური სასკოლო ჩანთა, უბრალოდ ჩანთაზე მეტი?: „მიწისძვრის შემთხვევაში მისი თავზე დაფარება შეიძლება, წყალდიდობისას ტივტივებს“

⭕„გელით შოკის მომგვრელი ამბები, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სკანდალიც კი გამოიწვიოს“ - 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისგან