მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.
აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთ შვილი, ქალიშვილი სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.
ამჯერად იგი საბერძნეთის ზღვისპირა კურორტიდან, ვოულადან კადრებს გვიზიარებს. ახალმა ფოტოებმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია და თბილი კომენტარებიც დაიმსახურა.
„ლამაზი მაკა, ყოველთვის მიხარია შენი დანახვა“,
„ხმა, შარმი, ენერგია, სილაღე - ქალი საოცრება“,
„კარგი დასვენება, არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„მშვიდობით პროფესიავ…“- რა ფოტოს აქვეყნებს მაია ასათიანი?
🎥 სოსო ნებიერიძის მოგზაურობა გერმანიაში, ოქტობერფესტზე - მოგზაურის მორიგი შთამბეჭდავი ვიდეო