Digest Logo

„ერთი წელია, რაც მომეშალა მუცელი და ზუსტად მაშინ დავიწყე ყველა კრემის, ვიტამინის და საკვების ფსიქოპათიური კვლევა...“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

1731934393
ნუკი კოშკელიშვილი.

მოდელი და ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, რამდენიმე წელია უკვე ამერიკაში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იგი სოციალურ ქსელებში პოპულარობას არ კარგავს და საზოგადოებას ხშირად ანებივრებს საკუთარი ფოტოებით.

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. გარდა ამისა, ნუკის აქვს საკუთარი თავის მოვლისა და კოსმეტიკის ბრენდიც.

ამჯერად ნუკი კოშკელიშვილმა საზოგადოებას ახალი ინფორმაცია გაუზიარა გამომწერებს.

„ერთი წელია რაც მომეშალა მუცელი…. და ზუსტად მაშინ დავიწყე ყველა კრემის ვიტამინის, საკვების ფსიქოპათიური კვლევა.. ვეძებდი მიზეზს.. დავიწყე სწორად მაშინ სახის მოვლის ხაზი იმიტომ რომ ვეღარ ვენდობოდი ყველაზე ძვირიანსაც, რაც გინდათ დაწერეთ და მითხარით, ნანახი მაქვს ბევრი პრემიუმ ბრენდის ქარხანაც/მიდგომაც.. ვაბრალებდი რეტინოლზე შეშლილი რომ ვიყავი მანამდე, არ გამომიყენებია როგორც კი გავიგე რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ მაინც…

ასე დავიწყე ჩემი მოვლის ხაზი, ასე დავიწყე ვიტამინები. ერთი წელი ვიმუშავე იმაზე რომ სუფთა და უსაფრთხო პროდუქტი შემექმნა… მჯერა რომ საუკეთესო კეთდება ყოველთვის საჭიროების და მოთხოვნის გამო“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

ცნობისთვის, გასულ წელს მოდელმა დაწერა რომ მუცელი მოეშალა. 

სამწუხაროდ მომეშალა, უღრმესი მადლობა ყველას თანადგომისთვის და გულშემატკივრობისთვის…“, - წერდა ნუკი კოშკელიშვილი.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Nuki Koshkelishvili (@nuki.koshkelishvili_official)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორშაბათს სამყაროში პოზიტიური ენერგეტიკა ტრიალებს“ - ვის ელოდება წარმატება და რომელმა ნიშნებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე? 18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 ანდრია ფუტკარაძემ საბავშვო ევროვიზიის მთავარი პრიზი საქართველოში ჩამოიტანა - აეროპორტში დახვედრის ემოციური კადრები

📸 თაკო ჩხეიძე შემოდგომის თბილ დღეებს წინანდლის მამულში ატარებს - „ულამაზესი და დახვეწილი ქალი“