
გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა. ვიდეო ექოსკოპიის კაბინეტშია გადაღებული.
„თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა... თუ მჯეროდეს. ახტააა, ახტააა...“, - წერს გიორგი.
გიორგი ვარდოსანიძის რჩეული მარიამ უშვერიძეა. როგორც მარიამის სოციალური ქსელიდან ვიგებთ, იგი 12 კვირის ორსულია.
„პირველი გულისცემის მოსმენა იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი, ამაზე მაღალი სიხშირე არსებობს?“,- წერს მარიამი.