მოდის ექსპერტმა, დალი ჩიტალაძემ ჟურნალ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში სამოდელო ბიზნესში მოხვედრასა და მოდის ინდუსტრიაში სრულფასოვან წევრად გახდომის საწყისებზე ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა მოდის სამყაროს, ემიგრაციაში ყოფნის დროს დაუახლოვდა, მუშაობა კი პირველად „ვერსაჩეს“ მაღაზიაში დაიწყო:
- სამოდელო ბიზნესს როგორ დაუახლოვდით?
დალი ჩიტალაძე: 15 წელი გავატარე ემიგრაციაში, ნიუ-იორკში ვცხოვრობდი. მოდის სამყაროს სწორედ იქ დავუახლოვდი. როგორც მუსიკოსს, ამერიკაში ძალიან გამიჭირდებოდა სამსახურის შოვნა. მოდის ინდუსტრია ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ამიტომ, პირდაპირ ჯანი ვერსაჩეს მაღაზიაში შევედი და მუშაობა დავიწყე. ის ხშირად ჩამოდიოდა ნიუ-იორკში, მასთან საქმიანი კონტაქტი გვქონდა და ძალიან კარგად ვიცნობდი. ფანტაზიები, რომელიც ბავშვობიდან მქონდა, პრაქტიკაში სწორედ იქ - ნიუ-იორკში განვახორციელე. ძალიან ბევრი ცნობილი კლიენტი მყავდა, რომელსაც კონსულტაციას ვუწევდი. ზოგჯერ სახლშიც მირეკავდნენ და მათ შეკვეთებს შინ ვასრულებდი. 2002 წელს დავოჯახდი, რამდენიმე წლის შემდეგ, მეუღლესთან ერთად საქართველოში დავბრუნდი და 2008 წლიდან აქ ვარ. პროფესიული საქმიანობაც ჩემს ქვეყანაში გავაგრძელე. ამაში ძალიან დამეხმარა სოციალური ქსელები, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში ასე პოპულარულია.
ადამიანს თავისი თავი თუ უყვარს და იმიჯზე ზრუნავს, აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება, რას იცვამს და გარეთ როგორ გამოდის.
შენი ჩაცმულობა საზოგადოების მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. როცა მოწესრიგებული და მოვლილი ხარ, როცა ლამაზად და ელეგანტურად გაცვია, შენ მიმართაც, ყველას ანალოგიური დამოკიდებულება ექნება.
ასევე დაგაინტერესებთ: