
მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე, რჩეულთან, დავით კოდუასთან ერთად სოციალურ ქსელში რომანტიკული ცეკვის კადრებს აქვეყნებს.
როგორც ალექსანდრა ვიდეოს აღწერაში წერს, დავითმა ოთხი საათი იფრინა მხოლოდ ერთი ცეკვისთვის, რისთვისაც მას მადლობას უხდის ყველაფრისთვის.
„ქალებო, როცა ის ერთი ცეკვისთვის ოთხი საათი იფრენს და ისევ უკან დაბრუნდება, ამას სიყვარული ჰქვია, ნაკლებს არ დასჯერდეთ”
„ჩემო საყვარელო დავით, შენი გული ყველაზე კეთილი, ლამაზი, გულუხვი და რომანტიკულია, მადლობა!“, - წერს პაიჭაძე.
ვიდეოს, გამომწერების აღფრთოვანება მოჰყვა:
„როცა ქალი სიყვარულს გრძნობს, ბედნიერია, ყველაზე ლამაზი წყვილი ხართ“
„ალე, ვგიჟდები შენზე, საოცარი წყვილი ხართ“
„დავტკბი, უამრავჯერ ვუყურე“, - წერენ კომენტარებში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: