ვიდეოგრაფი გიორგი ჯობავა ყველასთვის ნაცნობი სახეა. მას სხვადასხვა პლატფორმაზე აქვს შექმნილი არხი, სადაც საკუთარ ნამუშევრებს, ქორწილების თუ პერსონალურ ვიდეოებს პერიოდულად აქვეყნებს.
ბოლო რამდენიმე თვეა ვიდეოგრაფმა გადაწყვიტა მთელი თავისი რესურსი მხოლოდ „იუთუბის“ და საკუთარ თავს დაუთმოს, შესაბამისად უარი თქვა ქორწილებისა და წვეულებების გადაღებაზე და მთლიანი რესურსი ამ პლატფორმას დაუთმო.
ვიდეოგრაფი ამჯერად საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, რაჭაში იმყოფება და იქიდან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელსაც ემოციურ ტექსტს ურთავს თან:
„სიტყვებით არ ვიცი, როგორ გადმოვცე ის ემოციები, რასაც ახლა, რაჭაში მოგზაურობისას განვიცდი… 🫂 ამიტომ, არც შევეცდები, უბრალოდ გავაგრძელებ ვიდეოს შექმნას და იმ ვიდეოთი ერთიანად მოგაყრით აურაცხელ ემოციას, გრძნობას, სიხარულს, სიყვარულს, ბურძგლებს და გაბადრულად გაღიმებულს დაგტოვებთ 2-3 დღის განმავლობაში“, - წერს გიორგი ჯობავა და კადრებს გვიზიარებს.





View this post on Instagram
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ასეთი ძლიერი დღე 2025 წელს აღარ განმეორდება!“ - თათია გარანიძე 11 ნოემბრის მნიშვნელობაზე