
რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან „ხელოვნური სუნთქვა“ გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.
ცოტა ხნის წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.
რუსკა სოციალურ ქსელში აქტიურია და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან, ამჯერად იგი გამომწერებს შვილის ფოტოს უზიარებს, სადაც ჩანს რომ პატარა ზუკას ტუჩები ალუბლის ჭამისგან წითლად აქვს შეღებილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო დღის დასასრული… დანარჩენი და მთავარი რაც დღეს მოხდა, მალე“ - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია