მომღერალმა ნინო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გააზიარა, სადაც დახვეწილი და ელეგანტური სტილით წარდგა.
იგი ამჯერად ელეგანტურ შავ კაბაში პოზირებს და როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაშია:
„ულამაზესი და უმშვენიერესი ნინო“,
„როგორც ყოველთვის ბრწყინავს“,
„საოცარი ქალი, ლამაზი ხმით“, - წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, ნინო ჩხეიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და აქტიური სახეა. მომღერალი, რომელმაც საზოგადოებას თავი განსაკუთრებული ტემბრითა და ქალაქური ფოლკლორული სიმღერებით შეაყვარა, მუსიკალური კარიერის პარალელურად წარმატებით მოღვაწეობს სატელევიზიო სივრცეშიც.
მუსიკისა და ტელევიზიის გარდა, ნინო აქტიურადაა ჩართული მოდის ინდუსტრიაშიც - ის საკუთარი ბრენდის დამფუძნებელია და ხშირად თავადვე გვევლინება დახვეწილი ტრენდების ინსპირაციად.

View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: