ხალისიანი, პოზიტიური და ნიჭიერი მსახიობი, მომღერალი, რადიო და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ შემოქმედებით საქმიანობაზე საუბრობს.
მისი თქმით, თამადობა მისთვის პროფესია, რომლითაც ოჯახს არჩენს.
– ამბობენ, ლაშა შემოქმედებითი კუთხით რომ არ წასულიყო და მამის სპორტულ პროფესიულ კვალს გაჰყოლოდა, საკმაოდ კარგი და წარმატებული ფეხბურთელი დადგებოდაო. თავად რას იტყვი?
– მთელი ჩემი ცხოვრება მინდოდა, მომღერალი გამოვსულიყავი და ამ სფეროში ვყოფილიყავი. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასოდეს არავის არ სჯეროდა, რომ მე აქამდე მივიდოდი და ამ სფეროში ფეხს მოვიკიდებდი. არ მიყურებდნენ სერიოზულად (იცინის). არასოდეს ჩემს ოჯახის წევრებს არ უნდოდათ ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ არც ის ეგონათ, თუ მომღერალი ვიქნებოდი. სხვა პროფესიასაც არ განიხილავდნენ, მეუბნებოდნენ: შენგან არაფერი გამოვაო (იცინის). ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. დედა და მამა დღესაც ძალიან ძნელად ამბობენ ჩემზე კარგს. რომ ურეკავენ და მაქებენ, მაგალითად, რა მაგარი ბიჭია, რა კარგად გაუძღვა და ითამადა სუფრაზეო, პასუხობენ: კი, არის (იცინის). რაც შეეხება ფეხბურთელობას, მამაჩემმა პირველად რომ შემიყვანა სტადიონზე და ბურთი დამანახვა, იმდენად გახარებული ვიყავი, მამასთან ერთად რომ ვიდექი, სიცილით ვკვდებოდი და მამამ მითხრა: სასწრაფოდ გამოდი მოედნიდანო (იცინის). ასე რომ, არა მგონია, ჩემგან კარგი ფეხბურთელი დამდგარიყო.
– თამადობა ახსენე და, უცხო საზოგადოებაში, სადაც არავის იცნობდი, თუ შემოუთავაზებიათ თამადობა და გაძღოლიხარ სუფრას?
– მთელი ცხოვრება ასე არ არის? ფაქტობრივად, ამით ვარჩენ ოჯახს. ძალიან ბევრი სუფრის ხელმძღვანელობა მაქვს გამოვლილი და მათ შორის, უცხო საზოგადოებაში, საერთოდ არავის რომ არ ვიცნობდი. რთულია, როცა ადამიანებს არ იცნობ და იმ სუფრაზე თამადობ, მაგრამ ჩემთვის ესეც ხომ ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არ მჯერა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება უნდა ახდეს“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია
⭕„განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ძაღლის წელში დაბადებულებმა!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი