Digest Logo

„ტკბილი, თბილი და ხალხის საყვარელი სიმღერების კომპოზიტორი მადლობა, რომ იყავი ჩვენთან“ - მაკა ზამბახიძე „ვინ ვინ არის“ მონაწილეზე

1762857286
მაკა ზამბხიძე

10 ნოემბრიდან 22:00 საათიდან „იმედის“ მაყურებლის ყველა თაობისთვის ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი მეგაშოუს - „ვინ ვინ არის“ ახალი მეხუთე სეზონი დაიწყო.

გადაცემის პირველი ეპიზოდი უკვე გავიდა ეთერში და დეტექტივების გადაწყვეტილებით გადაცემას გამოეთიშა პუდელი, რომლის ნიღაბიც მორგებული ჰქონდა მომღერალ ნატო გელაშვილს. 

გადაცემის წამყვანი მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ნატო გელაშვილის შესახებ წერს:

„ტკბილი თბილი მართალი ყველა დროის წარმატებული და ხალხის საყვარელი სიმღერების კომპოზიტორი, ნატო ძალიან ძალიან მიყვარხარ და მადლობა რომ იყავი ჩვენთან და ამ პროექტის ულამაზესი პუდელი“, - წერს მაკა ზამბახიძე.

ცნობისთვის, გადაცემის წამყვანი კვლავ მაკა ზამბახიძეა, ხოლო დეტექტივები არიან  - მანიკა ასათიანი, ანრი ჯოხაძე და ოთარ ტატიშვილი.

მეგაშოუს წინა სეზონებში საზოგადოებისთვის არაერთმა ცნობილმა სახემ მიიღო მონაწილეობა. ყოველ ორშაბათს „იმედის“ ეთერში სრულიად საქართველო ელოდება, გაარკვიოს, ვინ ახერხებს გარდასახვას 10 ახალი თოჯინათი. 8 კვირის განმავლობაში ისინი ეცდებიან, მათი ვინაობა ვერავინ გაიგოს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი ძლიერი დღე 2025 წელს აღარ განმეორდება!“ - თათია გარანიძე 11 ნოემბრის მნიშვნელობაზე 

🎥 როგორ ხდება „მუნის“ გადადება, სიმპტომები და მკურნალობა - ყველაფერი, რაც ამ ინფექციის შესახებ უნდა იცოდეთ! კოტე თოდუას რჩევები

⭕„კარგი დღეა ჯილდოს მისაღებად, დაწინაურებისა და დახმარებისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი