მომღერალი, ნუცა თოფურია ილია თოფურიას ოჯახთან შეხვედრის კადრებს „ინსტაგრამზე“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია თბილისშია.
ცნობისთვის, UFC-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა. თოფურიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოიტანა საქართველოში ორივე ჩემპიონობის ქამარი.
ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში გახდა UFC-ის ქვემსუბუქი წონის (65 კგ) ჩემპიონი, როცა დაუპირისპირდა და დაამარცხა ალექსანდრ ვოლკანოვსკი. მოგვიანებით, იმავე წლის ოქტომბერში, ილიამ წარმატებით დაიცვა ტიტული მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ.
მებრძოლის თქმით, წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა, რის გამოც გადაწყვიტა მსუბუქ დივიზიონში გადასვლა. იქაც დაამტკიცა საკუთარი უძლევლობა - დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და გახდა UFC-ის მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონი.
ილიას დაბრუნება საქართველოში გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ფაქტია. სპორტსმენს აეროპორტში არაერთი გულშემატკივარი დახვდა.
თოფურია ამ დროისთვის ისტორიაში პირველ ქართველ მებრძოლად რჩება, რომელმაც UFC-ის ორი სხვადასხვა წონითი კატეგორიის ტიტული მოიპოვა.



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შემოანათა ჩვენ ცხოვრებაში...“ - რას საჩუქარი მიიღო ალექსანდრა პაიჭაძე?
⭕„არ მჯერა, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება უნდა ახდეს“ - რა კადრებს აქვეყნებს თიკა ჯამბურია