Digest Logo

„დაგვიობლეს ერთი წლის ელენა, სადისტურად მოგვიკლეს და გამოგვაცალეს ხელიდან...“ - ვინ იყო 34 წლის კაცი, რომელიც ადიგენში მოკლეს

1752843812
შოთიკო ხარაიშვილი

17 ივლისს, ადიგენში, სოფელ ფხეროში 34 წლის კაცი მეზობელმა მოკლა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. 

ცნობილია დაღუპულის ვინაობა. შოთიკო ხარაიშვილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული თავადაც ობლად გაიზარდა. 

შოთიკო ხარაიშვილს მეგობრები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:

„ჩემი ბათა წაგვართვეს. სადისტურად მოგვიკლეს და გამოგვაცალეს ხელიდან. დაგვიობლეს ერთი წლის ელენა.

როგორი მწარე და მოუშუშებელი ტკივილი ხარ, ჩემო კეთილო, ჩემო გულიანო ბათი.

შენ კეთილ გულში როგორ უმოწყალოდ ჩაგარტყეს დანა, როგორ გაგიმეტეს სიმწარისთვის. სიზმარში გვგონია თავი, რომელი სიზმარიც დიდხანს გაგრძელდა.

გუშინ მილიონჯერ დაგხედეთ იმ იმედით, რომ გეძინა და გაიღვიძებდი.

როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება.  შეხვედრამდე ჩემო ტკბილო! ჩემო კეთილო ადამიანო!“, - წერს დაღუპულის ახლობელი.

„მეხის გავარდნა არის შენი წასვლა, ბათი. ყველას გული ჩაგვიკალი, უდიდესი ტრაგედია ხარ ყველასთვის“, - წერს მოკლულის ნათესავი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ქალის გასვენება იყო, იქ მოხდა ეს ამბავი... ადრე შელაპარაკება ჰქონდათ ძაღლზე, დამუქრებია მოგკლავო“ - „დაიჯესტმა“ ადიგენში მომხდარი მკვლელობის დეტალები გაარკვია

„საოცარი შემთხვევა იყო, რადგან სამყარომ ისეთ ადგილებში წამიყვანა, რომელზედაც ჰიუგო მიყვებოდა ბავშვობაში“ - რას წერს ხატია ბედოშვილი

„ვგიჟდები ამ გოგოზე, ძალიან მაგარო...“ - ლიზა ყენია გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს