1791486632
რა ნივთები უნდა გვქონდეს
გარდერობში და როგორ
ჩავიცვათ თრენჩი, ჯინსი თუ
ჟაკეტი ისე, რომ
ყოველდღიური ლუქიც კი
დახვეწილი და ძვირად
ღირებული ჩანდეს. ფრანგული
სტილი დიდი ხანია მოდის
სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე
პოპულარულ ფანტაზიად
იქცა.ხშირად გვგონია, რომ
პარიზული იერის მისაღებად
საკმარისია ზოლიანი
მაისური, წითელი პომადა,
ჯეინ ბირკინის სტილის
კალათა და აბრეშუმის შარფი,
რომელიც თითქოს დაუდევრად
უნდა მოვიხვიოთ. თუმცა
თანამედროვე პარიზელი
ქალის სტილი ამ რამდენიმე
სიმბოლოზე ნამდვილად არ
დგას. მისი მთავარი
საიდუმლო გაცილებით
მარტივია - ყველა ნივთი
ზუსტად უნდა იყოს შერჩეული.
ჯინსი იდეალურად უნდა
გერგებოდეს, თეთრი პერანგი
ხარისხიანი და კარგი
ქსოვილისგან უნდა იყოს,
პალტოს კი კარგად
ჩამოყალიბებული მხრები
უნდა ჰქონდეს. ფეხსაცმელი
კი ისეთი უნდა იყოს, რომლის
გამოც სახლიდან გასვლიდან
ათ წუთში უკან დაბრუნება არ
მოგინდება. სწორედ ამიტომ
ფრანგული გარდერობი არც
მკაცრ მინიმალიზმს
ნიშნავს და არც ტრენდებზე
უარის თქმას. მისი იდეა
ისაა, რომ ყოველ სეზონზე
თავიდან არ დაგჭირდეს
მთელი გარდერობის აწყობა.
ნივთები შეიძლება ბევრი არ
იყოს, თუმცა თითოეულ
მათგანს რამდენიმე
სიტუაციაში უნდა იყენებდე -
დილით სამსახურში ან
შეხვედრაზე, საღამოს კი
რესტორანში.
იხილე მეტი