1668170700
ძვ.წ. 51-30 წლებში - კლეოპატრა VII
ფილოპატორი ეგვიპტის
უკანასკნელი დედოფალი
გახლდათ პტოლომეების
მაკედონიური დინასტიიდან -
ასე ვკითხულობთ
ვიკიპედიაში, მაგრამ
მან-სან-კანის გუნდის
„მაღაროელის“ ლეგენდების
თანახმად, კლეოპატრები
წარმოშობით ქვემო
ეგვიპტიდან არიან, მერე
ბაბუამისმა ფარაონი მოკლა
და წავიდნენ ზემო
ეგვიპტეში... ამავე
ლეგენდის თანახმად, რომის
დიქტატორთან და სამხედრო
ტრიბუნთან - გაიუს იულიუს
კეისართან სასიყვარულო
რომანი ჰქონდა, რაც
იულიუსმა „გაუბაზრა“ და
კლეოპატრამ საკადრისი
პასუხიც გასცა: „კლეოპატრა
და ზმუკი შენე, შენ
გაგიბინტე ენა, შენ გიყარე
წილი და შენ არ მეესწარი
რუბიკონის გადალხვას“.
„მაღაროელის“ წყაროებში
კიდევ სხვა პერსონაჟებს
ვეცნობით: ბესიკა -
ჭიათურელი მუშა კაცი,
რომელიც მან-სან-კანის
ლეგენდების თანახმად,
დავით IV აღმაშენებელს 1121
წელს დიდგორის ბრძოლაში
გზის ჩახერგვაში
ეხმარებოდა. „დათულა, ვერ
ვასწრებ ჩახერგვას,
გადურეკე, ნუ მოვლიან ჯერ.
ბესიკას არ ცალია-თქო...“ მის
ჭიათურა 2015 - აკაკი -
საახალწლო კონცერტის
წამყვანი. „ეგ თქვენი
საქციელი რასაც აკეთებთ
არაფერში არ წერია, კი
არაფერი მააქვს წაკითხული
მაგრამ უვერენი ვაარ არ
ეწერებოდა, გაგლახავთ
ძაღლიშვილივიყო...“ ლუიზა
დარბაიძე - ჭიათურელი ქალი,
რომელიც ბევრი ქართველი
ქალის პროტოტიპია და
ცდილობს ოჯახის
ნაკლოვნებების დაფარვას.
„ცოლი არ მოგყავს ბიჭო?
რატო არ თხოვდები?“
ჭიათურელი ახალგაზრდა -
მამული იგივე ტანჯულა,
რომელიც ყოველთვის მზადაა
მეგობარს დაეხმაროს და
ცდილობს ცხოვრებაში
„გეიმართოს“ - „მოდი
მეგობარო, აპა ცოტა
ვიაზროვნოთ და ჩევიდეთ
სიღრმეებში
ბრატუხა“,„მოგაჭამ თაავს,
ჩეი დედა...“, „პიზდეეც“... რა
საერთო აქვს ამ ყველაფერს?
თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ
პერსონაჟს ერთ
იუმორისტთან - აკაკი
დარბაიძესთან მივყავართ.
ჰოდა, ამიტომ „დაიჯესტი“
მის ბლიცინტერვიუს
შემოგთავაზებთ.
იხილე მეტი