ვენერა (სიყვარულის, ხელოვნების და ფულის მმართველი პლანეტა) გადავიდა სასწორში. ის აქამდე იყო უკუმავალი, ანუ რეტროგრადული. ახლა მოძრაობა გაასწორა და არის იმ ნიშანში, სადაც ძალიან უყვარს ყოფნა.
საუკეთესო დროა სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, რომანტიკული ურთიერთობებისა და თავგადასავლებისთვის. სიყვარული იფურჩქნება. ეს მოვლენა დღეიდან (13 ნოემბერი) ხდება და ხდება გასტანს 4 დეკემბრამდე, მერე გადავა მორიელში, სადაც მას ცოტა უჭირს და უკვე ხდება უფრო ვნებიანი, ჭეშმარიტი სიყვარულის დრო ახლაა.
რადგან ვენერამ გაასწორა უკვე მოძრაობა, ფინანსების მიღების შესაძლებლობა, დაბრკოლებების გადალახვის შესაძლებლობა ერთიორად მატულობს.
რას უქადის ვენერას სასწორში გადასვლა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
ვერძი - საუკეთესო დრო გაქვთ ქორწინებისთვის. თუ ურთიერთობებში იყო დაძაბულობა, გაქვთ საშუალება ერთმანეთს აპატიოთ, შეუნდოთ, თვალი დახუჭოთ, აღადგინოთ ახლებურად ეს ურთიერთობები და გაფურჩქნოთ.
კურო - შესაძლოა ისეთი რამ შეგემთხვათ, გაგიკვირდეთ. მაგალითად, უცებ მოგეწონოთ კოლეგა, გაჩნდეს რაღაც ნაპერწკალი, მოკლედ, დიდი ალბათობაა სასიყვარულო რომანი სამსახურებრივ სფეროში.
ტყუპები - სიყვარულის დროა! თქვენ თვითონ აფრქვევთ სიყვარულს და თავისთავად გამოგდით. ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობისთვის გადასარევი პერიოდია. შვილებთან ურთიერთგაგება ერთიორად მატულობს.
კირჩხიბი - თქვენ გაქვთ ძალიან კარგი საშუალება იმისა, რომ შექმნათ ოჯახი, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება იპოვოთ დღესასწაულზე, წვეულებაზე.
ლომი - ლომს სჭირდება ახლა რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, კონტაქტები და საერთოდ არ ელოდება არაფერს და ამ კონტაქტებში საქმე სფეროში უცებ, გამოჩნდა საინტერესო ადამიანი და გაჩნდეს ნაპერწკალი.
ქალწული - თქვენც შეიძლება უცნაურ პირობებში გეწვიოთ სასიყვარულო კონტაქტი. საბანკო სფეროში შეიძლება იპოვოთ საინტერესო ადამიანი. შესაძლოა, ფულთან დაკავშირებულმა საერთო თემატიკამ გააღვივოს სიყვარული.
სასწორი - კარგი ფინანსური დრო გაქვთ, გარდა ამისა, არნახული სასიყვარულო ენერგია, შარმი, მიზიდულობა გაქვთ. გაქვთ ყველანაირი შანსი იმისა, რომ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა, ინიციატივა და თავი მოაწონოთ ბევრ ადამიანს.
მორიელი - გჭირდებათ ენაზე კბილის დაჭერა! კარგი პერიოდი გაქვთ, ძალიან შარმიანი ხართ, მაგრამ ვიღაცა გაიცანით, რაღაცა მოგეწონათ, ხმა, კრინტი არავინ არაფერი არ უნდა გაიგოს! მაშინ ეს ურთიერთობა გაიფურჩქნება.
მშვილდოსანი - თქვენ გაქვთ ისეთი პერიოდი, როდესაც საერთოდ არ ელოდებით და ჩნდება ისეთი რამ, ინტერნეტში მუშაობთ და ამ დროს რაღაც საინტერესო პიროვნება გამოჩნდა, საინტერესო აზრებით, საერთო ინტელექტუალური პოტენციალი იგრძენით, დაახლოვდით და ეს ურთიერთობა დამთავრდება სერიოზულად.
თხის რქა - პროფესიონალური კუთხით წინსვლის ძალიან კარგი პერსპექტივები გაქვთ, ასევე სასიყვარულო კონტაქტებისთვის ძალიან კარგი დროა. სხვათა შორის, არსებული ურთიერთობა უცებ სხვანაირი გახდება, ერთმანეთის მიმართ ძალიან პასუხისმგებლობიანი გახდებით.
მერწყული - საუკეთესო პერიოდი გაქვთ უცხოეთში, სამოგზაუროდ წასულს. შესაძლოა, ვიღაც მოგეწონოთ. თუ უკვე გყავთ სასიყვარულო პარტნიორი, 4 დეკემბრამდე უნდა მოახერხოთ ერთად, თუნდაც რამდენიმე დღით მოგზაურობა.
თევზები - სიყვარულს მალვა უნდა! ჩუმი სიყვარულის პერიოდი გაქვთ, შეიძლება იყოს დისტანციურიც, მაგრამ საკმაოდ კარგი და ძლიერი. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით, გულის ხმა ზუსტად გიკარნახებთ რამდენად შენია. შესაძლებლობა წარმატებისა უდავოდ გაქვთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ხელსაყრელია ქორწილი, განქორწინება, ბიზნესის გახსნა...“ - 13 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით