1793390892
საქართველოს ეროვნული
ნაკრების ყოფილმა
მწვრთნელმა ვილი სანიოლმა,
ფრანგულ YouTube არხზე Nouvelle Énergie
(დავიდ ლინართან ერთად)
გასულ ინტერვიუში
ქართველი სპორტსმენების
ფსიქოლოგიასა და მათთან
მუშაობის სპეციფიკაზე
დეტალურად ისაუბრა. ფრანგი
სპეციალისტის
განცხადებით, როდესაც უცხო
ქვეყანაში მიდიხარ,
შეუძლებელია ყველაფერი
საკუთარი სურვილისამებრ
წარმართო. აუცილებელია
ადგილობრივი ტრადიციების,
მენტალიტეტისა და
ფეხბურთისადმი არსებული
ხედვის პატივისცემა.
სანიოლის თქმით, მას ჰქონდა
მთავარი უპირატესობა - დრო,
რაც გუნდის მშენებლობის
პროცესში გადამწყვეტი
აღმოჩნდა. გასახდელში
არსებულ ატმოსფეროზე
საუბრისას, ყოფილმა
მთავარმა მწვრთნელმა
აღნიშნა, რომ ქართველ
მოთამაშეებთან მკაცრი
რიტორიკა არ ამართლებს.
იხილე მეტი