1791122412
უცნაურია, მაგრამ
ავტომობილებისგან
განსხვავებით,
თანამედროვე გემებს
ფარები არ აქვთ და ღამის
სიბნელეში, განათების
გარეშე მოძრაობენ. უფრო
უცნაური ისაა, რომ გემებზე
ფარების არარსებობა
ინჟინრების შეცდომა კი არა,
კარგად გააზრებული
გადაწყვეტილებაა, რადგან
ასეთი განათება
ნავიგაციისა და
უსაფრთხოების
თვალსაზრისით დამატებით
პრობლემებს შექმნიდა.
საქმე ისაა, რომ ღია ზღვაში
ავტომობილების მსგავსი
განათება სრულიად
უსარგებლოა, რადგან წყალზე
არეკლილი შუქი ხილვადობას
აუარესებს და ხომალდის
ირგვლივ, გარემოზე
დაკვირვებას ხელს უშლის.
იხილე მეტი