Digest Logo

რა არის ფსიქონუტრიციოლოგია? - ნატა გაგუას განმარტება

1780768586
ნატა გაგუა

ცნობილი ნუტრიციოლოგი და კვების ფსიქოლოგი ნატა გაგუა, რომელიც ამბობს, რომ წონის კლება ნებისყოფის გამომუშავება კი არა, მოქნილი სისტემის შექმნაა, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს ავრცელებს, სადაც  ხსნის, თუ რა არის ფსიქონუტრიციოლოგია:

„როდესაც მეკითხებიან, რა არის ფსიქონუტრიციოლოგია, ვპასუხობ:

წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ სამნი - ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი და თქვენ — შევდივართ ბნელ ოთახში. ეს სიბნელე დროებითია; სივრცეა, სადაც ჯერ უბრალოდ არაფერი ჩანს. ჩვენ არ მოგვაქვს მზა სინათლე და არც თქვენს ნაცვლად გადავდგამთ ნაბიჯებს.

ჩვენი თანაყოფნა მხოლოდ საყრდენია, რათა ამ წყვდიადში თქვენმა ხელმა თავად მიაგნოს კედელზე, იმ ერთადერთ ჩამრთველს, რომელიც შუქს აანთებს და როდესაც შუქი აინთება, თქვენ მიხვალთ სარკესთან.

ეს არ არის უბრალო მინა, რომელიც მხოლოდ გარეგნულ კონტურებსა და ფორმებს ირეკლავს. ეს სიღრმეა, სადაც საკუთარ თავს პირველად დაინახავთ სრულად — ისეთს, როგორიც სინამდვილეში ხართ. ამ ანარეკლში იკითხება არა მხოლოდ ფიზიკური სხეული, არამედ თქვენი რეალური „მე“: ფიქრები, განცდები, ემოციები.

თქვენ უყურებთ მას და ხედავთ, როგორი მდიდარი და საინტერესოა ეს შინაგანი მიკროსამყარო, რომელიც აქამდე, უბრალოდ, გარეგნულ ფორმაში იყო ჩამალული.

ჩვენ კი — ნუტრიციოლოგი და ფსიქოლოგი ვდგავართ თქვენს ზურგს უკან. როგორც ამ შეხვედრის მოწმენი“, - წერს ნატა გაგუა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს არის ფარი, რომლითაც თავს ვიცავთ შესაძლო ტკივილისგან, უარყოფისგან ან იმედგაცრუებისგან...“ - რას წერს ფსიქოლოგი

🎥 „უსაყვარლესები ხართ, გაიხარეთ“ - ანუკი არეშიძე მამასთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

ივნისის გრანდიოზული კოსმოსური განაჩენი: პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის!