Digest Logo

ყველაზე დიდი ნაკლი... - ბლიც-ინტერვიუ იაგო ხვიჩიასთან

1602083776
პოლიტიკოსი იაგო ხვიჩია

„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია;

საუკეთესო რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა

წინასაარჩევნოდ ბათუმში ახალი ადამიანები გავიცანი, ამაზე კარგი, ამ წელს არაფერი შემმთხვევია და ალბათ, წელს არც შემემთხვევა.

როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი შენი ცხოვრების განმავლობაში?

უბედურად თავს არც ახლა ვგრძნობ. თუ შენ აკეთებ, იმ საქმეს, რომლითაც გგონია, რომ რაღაცას შეცვლი ამ ქვეყანაში, უკვე ბედნიერი ხარ. მე ასეთ საქმეს ბოლო რამდენიმე წელია ვაკეთებ და თავს ბედნიერად ვგრძნობ.

რა არის შენთვის სრულყოფილი ბედნიერება?

როცა ადამიანი საკუთარ თავში არის დარწმუნებული, არის თავდაჯერებული და აკეთებს იმას, რაც მოსწონს - ეს უკვე სრულყოფილი ბედნიერებაა.

რა არის შენი ხასიათის მთავარი შტრიხი?

ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ბევრი რამე მაინტერესებს. ვარ ფეთქებადიც. „მევასება“ადამიანები იმის მიუხედავად, რომ მათში ნაკლოვანებებს ვხედავ.

ყველაზე დიდი ნაკლი

ფეთქებადი ხასიათი მაქვს, ხშირად ვბაზდები და თავს ვერ ვიკავებ, ადამიანებს შეურაცხყოფას ვაყენებ. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ამას არ იმსახურებენ, თუმცა არ მომწონს და გამოსწორების სტადიაში ვარ.

რა გაღიზიანებს ?

აფერისტობა, როცა ვიცი რომ ადამანი არაგულწრფელია.

რისი გეშინია?

უვიცობის, როცა რაღაცა რეალურად არ იცი და მოქმედებ ისე, თითქოს საქმეში ძალიან გარკვეული ხარ ეს საშიშია.

როგორ არჩევ მეგობრებს?

ვმეგობრობ გულწრფელ ადამიანებთან, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა განსხვავებულები იყვნენ. თუ ვხედავ რომ ადამიანები არიან ისეთები როგორებიც არიან. მათთან მეგობრობა გამომდის.

რა არის თავისუფლება?

თავისუფლება არის ყველაფრის თქმის და კეთების უფლება, თუ ამით სხვა ადამიანს არ აზიანებ.

შეგიძლია თუ არა პატიება?

საბოლოო ჯამში, პატიება დამოკიდებულია იმაზე, გაიგო თუ არა ის, რა პრეტენზიაც მასთან გაქვს. თუ ამ ადამიანმა გაიაზრა თავისი შეცდომა, შენ კი არ პატიობ, ჩემი აზრით, ეს უკვე უშინაარსოა.

რისი გშურს?

ნიჭიერი ადამიანების, თავქარიანების... მესის მშურს, მისით ვარ აღფრთოვანებული.

რას ემტერები?

ვემტერები ბოროტებას, ადამიენების უმიზეზოდ წამებას ანუ როდესაც ადამიანს ხელს უშლიან, ან ცუდ მდგომარეობაში ამყოფებენ. ეს ბოროტებაა და ასეთებს ვემტერები.

რა გაკვირვებს?

ადამიანური გენია, როცა ვხედავ რომ ადამიანებს ღმერთმა მისცა გამორჩეული ნიჭი. გალაკტიონი აღმაფრთოვანებს, რამდენჯერაც უნდა წავიკითხო ყოველთვს მაკვირვებს. ილია ჭავჭავაძე მაოცებს. ადამიანმა, რომელმაც საუკუნის წინ ისეთი რამეები ილაპარაკა, რასაც დღესაც მოვაწერდი ხელს.

რიდის ყვირი?

სამწუხაროდ, ვყვირი და ვუხეშობ ხოლმე, თუმცა ვცდილობ გამოვსწორდე. უბრალოდ არასდროს ვძალადობ ფიზიკურად.

როდის იხდი ბოდიშს?

თუ ადამიანი, რომ მე შევცდი და არასწორი ვარ. ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ბოდიში მოვიხადო. თუ უბრალდ მეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოვიხადო, მაგრამ არ მესმის რის გამო, მაშინ ვერ ვიხდი ბოდიშს. მაგრამ

რითი ამაყობ?

ვამაყობ „გირჩით“, ვიცი რომ ჩემი წვლილიც არის „გირჩში“ ისეთად ჩამოყალიბებაში, როგორც არის და ვამაყობ, იმით, რომ ვხედავ მომავალში, ამ საქმეს ბევრი ადამიანი დააფასებს.

როდის კამათობ?

კამათი ჩემი პროფესიაა, ძალიან მაინტერესებს. ბევრ რამეზე ვკამათობ დაწყებული ფეხბურთიდან, დამთავრებული ნებისმიერი საკითხით, რაც ვხედავ, რომ ადამიანებს აინტერესებთ. ცნობისმოყვარე ადამიანებთან კამათის შანსს ხელიდან არ ვუშვებ.

რაზე დარდობ?

ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობაზე. ვდარდობ იმაზე, რომ მშობლები ასაკში შედიან და ვდარდობ პრობლემებს გამოსწორებამდე.

რისი გწამს?

იმის, რომ არ უნდა გაუკეთო სხვას ის, რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ. მჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც მორალურად სწორად იქცევიან, უფრო კომფორტულად ცხოვრებონ. მე ასეთი ცხოვრების მწამს. ქრისტიანული მორალის მწამს.

რა არის სიყვარული?

ალბათ, სიყვარული არის ის, რომ ადამინების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობ და ხარ ის, ვინც ნამდვილად ხარ. ვინც გიყვარს, მასთან თამაში არ გიწევს...

გიჭორავიათ?

კი, რა თქმა უნდა მიჭორავია, ჩემი აზრით ტყუილია რომ ამის მიმართ ლტოლვა მხოლოდ ქალებს აქვთ. ადამიანები ჭორიკანა არსებები ვართ. ამბები, ისტორიები მაინტერესებს, ამ აბებზე ხშირად ვლაპარაკობ და ჩემი აზრით, ჭორაობაც სწორედ ის არის, რომ ამბებზე სხვადასხვა კუთხიდან ვილაპარაკოთ.

ოდესმე თუ ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?

გააჩნია, როდის შევხვდებოდი, სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ. მინდა მითხრას, რა შემეშალა და სად შემეშალა. თუ სიცოცხლეში შევხვდებოდი მინდა მითხრას აწმყოში სად ვუშვებ შეცდომებს.