„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარია მწერალი დავით ტურაშვილი.
საუკეთესო რამ, რაც წელს შენს ცხოვრებაში მოხდა
ალბათ, ჩვენი ოჯახის ახალი წევრი - მალტური ჯიშის პატარა ლეკვი ტაფუნია კეკელიძე (დედის გვარზეა ჩაწერილი:)
როდის და სად იყავი ყველაზე ბედნიერი შენი ცხოვრების განმავლობაში?
ყველაზე ბედნიერი, ალბათ, მაშინ ვიყავი, როცა ყველაზე თავისუფალი ვიყავი - ალბათ ბავშვობაში.
რა არის შენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ).
რომელი სიტყვა გიყვართ ყველაზე ძალიან?
კეთილგონიერი.
რისი ხმა გაღიზიანებთ ?
მაღიზიანებს პირის წკლაპუნის ხმა, როცა ადამიანები ჭამენ.
რა არის თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
თავისუფლება?
რა არის მეგობრობა?
სიყვარულის გაღების ნიჭი.
რისი გშურთ?
მშურს სიმშვიდის.
რა გწყინთ?
უსამართლობა
რა გახარებთ?
კარგი ადამიანი
რა არის თქვენი საყვარელი ფერი?
ლურჯი ფერი მიყვარს როგორც ჩემი სამშობლოს ცის ფერი და მწვანე მიყვარს - როგორც დედამიწის სიმბოლო.
რა არის თავისუფლება?
თავისუფლება აზროვნების კატეგორიაა