ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ქვეყანა ახლა პიკის ფაზაში იმყოფება და 10 აგვისტოდან შემთხვევების კლებას ელოდებიან. ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 1.3-1.4%-ის ფარგლებშია.
„პროგნოზი სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციის მიერ ჩატარებულ შეფასებებს ემყარება. ახლა ვიმყოფებით პიკის ფაზაში, პროგნოზულად, დაახლოებით, 10 აგვისტოდან არის მოსალოდნელი, რომ შემთხვევების რაოდენობამ იკლოს. სიკვდილის მაჩვენებელს ვინარჩუნებთ 1.3-1.4%-ის ფარგლებში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.